01:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 11:34:18, 5295 ნახვა

ომი უკრაინაში
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ტესტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტზე უარყოფით  პასუხს ელოდებიან.

როგორც სამედიცინო ცენტრის ექიმმა განაცხადა, პირველივე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სამივე პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი სამივე მათგანი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.

„სამ პაციენტთან, რომელიც ჩვენთან მკურნალობს COVID-19-ის დიაგნოზით, გაკეთდება გამოკვლევა. მათთან ველოდებით გამოჯანმრთელების პასუხს, თუ პირველივე უარყოფითი მოვიდა. 24 საათში გაკეთდება განმეორებითი ანალიზი და ეს პაციენტები გადავლენ თვითიზოლაციაში. ისინი უკვე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. მეოთხე პაციენტი, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ჩვენთან შემოვიდა კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. კარანტინში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მუდმივად იმყოფებიან ეპიდემიოლოგის, ინფექციონისტის და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics