17:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 16:02:55, 1212 ნახვა

რეგიონი
"ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში, კლინიკურ საავადმყოფოში, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციაში "ქართული ოცნების " ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად  პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საქალაქო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.

ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება საქართველოს სისხლის ბანკის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გაუწიეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics