2017-06-15 17:33:35, 3655 ნახვა
საზოგადოება კულტურა სხვადასხვა
Tbilisi Open Air-ი 16 ივნისს გაიხსნება - „მუსიკა ათავისუფლებს“
16 ივნისს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2017 გაიხსნება.
ფესტივალის ლოზუნგია : Music Breaks Free (მუსიკა ათავისუფლებს).
წელს ფესტივალში მონაწილეობას ისეთი ცნობილი ჯგუფები მიიღებენ, როგორებიცაა: ANATHEMA, LENINGRAD, NINO KATAMADZE & INSIGHT, SOFT EJECT, LOUDSPEAKERS და სხვები. Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, თბილისს მეორედ ინგლისური ჯგუფი ARCHIVE ეწვევა.
ცნობისთვის, Tbilisi Open Air-ი საქართველოში 2009 ტარდება. მას შემდეგ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: DDT, DEEP PURPLE, AQUARIUM, BLACK LABEL SOCIETY, PLACEBO, ბეთ ჰართი, სტივ ვაი და სხვებმა.
ისევე როგორც 2016 წელს, ფესტივალზე ამჯერადაც რამდენიმე სცენა იმუშავებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან