2017-01-14 22:06:46, 1034 ნახვა
სპეციალური ანონსი
15 იანვრის სპეციალური ანონსი
15იანვარს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.
15 იანვარს, 19:30 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ არაოლიმპიურ სახეობებში 2016 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან