22:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 16:37:14, 896 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინოვაციური შეთავაზება ბიზნესით დაინტერესებულ პირებს

„თიბისი ბანკის“ ბიზნესის მხარაჭერის პროგრამა  დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს სთავაზობს.

„თიბისი ბიზნესაკადემია“ ყველასათვის ხელმისაწვდომი, უფასო აპლიკაციაა, რომელიც ბიზნესის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს   საშუალებას მისცემს საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა  ვირტუალურ რეჟიმში  შეიძინონ  და ბიზნესის მართვის მოწმობა მოიპოვონ.

 ბიზნეს აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ მსმენელებს ვირტუალურ სამყაროში, ვებ-აპლიკაციის  მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ:  მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად;  სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ  ელექტრონული სერთიფიკატები და მედლები.

“ბიზნესის ხელშეწყობა თიბისი ბანკის ერთერთი პრიორიტეტია. სწორედ ამას ემსახურება  ჩვენი ახალი პროექტი, თიბისი ბიზნესაკადემია. დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციის მეშვეობით დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენები ბევრ სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს-სექტორის და მთლიანად ქართული ეკონომიკის გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„თიბისი ბიზნესაკადემია“ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.tbcbusiness.ge

აკადემიაში ჩარიცხვა  შესაძლებელია Facebook-ის ან ელფოსტის მეშვეობით.

აიღეთ ბიზნესის მართვის მოწმობა და გაიუმჯობესეთ ბიზნესის მართვის უნარები!

დასარეგისტრირებლად ეწვიეთ  http://bit.ly/1KL2ZWR









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics