19:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 16:41:31, 1037 ნახვა

კომენტარი
დავით ბაციკაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში რევანში მოაწყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი  ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში რევანში მოაწყო.

დავით ბაციკაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ჩამოვედით იმისათვის, რომ ვისაუბროთ იმ რევანშზე,  რა რევანშიც მოაწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარაში.ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს უმაღლეს საბჭოში",-განაცხადა დავით ბაციკაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე გადააყენა.
მის თანამდებობიდან გადადგომას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 პოსტი დაატოვებინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიტიშვილსაც.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა  "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს არ მიუღიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, ბაციკაძისა და ჩიტიშვილის გადაყენებას მხარი კოალიციის ორმა დეპუტატმა- ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამაც დაუჭირა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics