2015-02-21 13:29:31, 811 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის გადახედვას აპირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის გადახედვას აპირებს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვაპირებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადახედვას, ვინაიდან მაგალითად, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა 1.5% იქნება, სომხეთის და მოლდოვის 0%, ევროპაში კი 1% მაქსიმუმ 2%-ია და ჩვენ რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ ვიქნებით. იცით, რომ დაგეგმილი გვქონდა 5% ზრდა, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ ამის გადახედვა მოგვიწევს. უახლოეს დღეებში საზოგადოებასთან აქტიურ კომინიკაციას დავიწყებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან