14:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 16:44:02, 1577 ნახვა

კომენტარი
გურამ მაჭარაშვილი - აქამდე, კანონის გამკაცრებაში ხელს Deep State გვიშლიდა

ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელისუფლებას ხელს "დიფ სთეითი“ უშლიდა.

"ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, როცა ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ის ნაბიჯები გადაედგა, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობის მახასიათებლების შესანარჩუნებლად. იგივე, გენოფონდის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული საკითხია, რომ საქართველოში გენოფონდი გადარჩეს და საზოგადოება ჯანსაღი წესით ცხოვრობდეს.

აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს "დიფ სთეითი“ გვიშლიდა. ამერიკის ელჩის სახით მათი მეფისნაცვალი იჯდა, ყოფილ ელჩს ვგულისხმობ. ასევე ბრიუსელიდან ევროკავშირის ელჩია, რომელთა პირდაპირი ჩარევები იყო. პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის განცხადებები ნახეთ, რომ მაგიდაზე ხელების ბრახუნით საკითხების გადაწყვეტა უნდოდათ. ახლა ის დრო დადგა, როცა შეგვიძლია, ეროვნული საკითხები წინა ხაზზე წამოვწიოთ". - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics