2015-02-14 11:32:49, 990 ნახვა
მსოფლიო
ჯენ პსაკი: დონბასში პრორუსი სეპარატისტები რუსულ იარაღს, სავარაუდოდ, კვლავ იღებენ
დონბასში პრორუსი სეპარატისტები რუსულ იარაღს, სავარაუდოდ, კვლავ იღებენ, - ამის შესახებ BBC-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკმა განაცხადა.
პსაკის განცხადებით, თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან.
"თუ ეს ცნობები დადასტურდა, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განმუხტვის სხვა გზებს მოძებნიან", - განაცხადა ჯენ პსაკმა.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 12 თებერვალს მიაღწიეს, თუმცა გუშინ, დონბასში სროლის ხმა ინტენსიურად ისმოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან