|
2024-10-01 17:31:31, 604 ნახვა
რეგიონი
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, ხანდაზმულთა კლუბის ,"ღირსეული სიბერე" წევრებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა. "ღონისძიებაზე, კლუბის თავმჯდომარე რეზო ბერიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიას, რომ კლუბის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და აქტიურად იყვნენ ჩართული მუნიციპალურ ღონისძიებებში. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს დაწესდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)