21:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 18:23:19, 621 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ჭიკაიძეს არ ჰქონდა საკმარისი მომზადება თანამდებობისთვის, ისევე როგორც მის წინამორბედ ღარიბაშვილს

„ცოდვა ჭიკაიძეს არ ჰქონია, მას არ გააჩნდა საკმარისი მომზადება ასეთი თანამდებობისთვის, ისევე როგორც მის წინამორბედ ირაკლი ღარიბაშვილს. ორივე შემთხვევაში, ჭიკაიძე და მისი წინამორბედიც უბრალოდ იკავებდნენ სკამს, რომლისკენაც ბევრი იყურებოდა და სურვილი სხვას რომ არ გაჩენოდა, ამიტომ  ისინი დაინიშნენ“,-ამის შესახებ დამოუკიდებელ  ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარისვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადომასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, ჭიკაიძე დათვური სამსახურის მსხვერპლია, რომელიც მას ხელისუფლებამ გაუწია.

„მაღარიჩი აქვს გადასახდელი ჭიკაიძეს. ვიცი მისი ოჯახის დამოკიდებულება მისი მინისტრობის მიმართ, ძალიან წესიერი ბიჭია, ძალიან კარგი ოჯახის შვილია და ახლა ნაღდად იქეიფებენ. ახლა  ალბათ სადღაც ზის და ქეიფობს“,-დასძინა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics