21:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 13:51:16, 4816 ნახვა

კულტურა
„თიბისი გალერეა“ რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომის პრეზენტაციას და ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეა“  ცნობილი ქართველი მხატვრის  რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის  პრეზენტაციას და მისივე  ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია.

რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომი  ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი შეძენა პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი.

ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული).

 

(R)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics