00:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 18:47:27, 3680 ნახვა

კულტურა
TBILISI OPEN AIR 2016 იწყება

სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2016 იწყება.

სამი დღე, ოთხი სცენა, 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი და ათასობით მსმენელი  - ეს არის TBILISI OPEN AIR 2016.

AIR, MORCHEEBA, UNKLE, STEVE VAI, DAMIEN RICE, TRICKY, BLUE FOUNDATION, MOTORAMA, MOODYMAN, BETOKO, ADRIATIQUE, EKO & VINDA FOLIO, NIKAKOI, FRIENDLY MOSQUITO, BACKWARMER, BEDFORD FALLS, TUJI, SAPHILEAUM - ეს არასრული ჩამონათვალია იმ არტისტების, რომლის მოსმენის საშუალებაც საფესტივალო ქალაქში, LISI WONDERLAND-ში შეგეძლებათ.

ფესტივალის პირველ დღეს, 29 ივლისს, საფესტივალო ქალაქში შესვლა 17:00 საათიდან დაიწყო.

დღევანდელი დღის მთავარი მოვლენაა ბრიტანული ბენდი, SKYE & ROSS from MORCHEEBA და ლეგენდარული ფრანგული დუო, AIR.

TBILISI OPEN AIR 2016-ზე მოსულ მსმენელს, მუსიკის გარდა მრავალფეროვანი აქტივობები დახვდება: სათამაშო მოედანი "PLAYGROUND", ილიაუნის ასტრო ზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა, 20-მდე კაფე-ბარი.

29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, TBILISI OPEN AIR 2016-ის უფასო ავტობუსები გავა დელისის მეტროდან LISI WONDERLAND-ამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics