12:54 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 10:43:05, 676 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV-ე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის პირველმა ოცეულმა 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ერთ-ერთი მოქალაქის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო ჯამში 1200 გრ. ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება მოახერხეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების მიზნით, 43-ე ბატალიონის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი და ბაზის დაცვა წარმოადგნეს, რათა აკრძალული ნივთიერებების - ასაფეთებელი თუ ნარკოტიკული საშუალებების შეტანა არ მოხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics