2015-05-26 20:29:00, 744 ნახვა
სხვადასხვა
ბათუმში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ ათენიდან სპეც-თვითმფრინავით "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანმა ჩამოიტანა.
აეროპორტიდან ოლიმპიური ცეცხლის გამოტანის შემდეგ პირველი მეჩირაღდნე სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონი რუსუდან სიხარულიძე იქნება.
მოგვიანებით ოლიმპიურ ცეცხლს ბათუმის ცენტრალური ქუჩების გავლით პიაცას მოედანზე მიიტანენ, სადაც კონცერტი გაიმართება. ცეცხლი საქართველოს მასშტაბით 67 მუნიციპალიტეტს მოივლის. საბოლოოდ კი, ცეცხლს თბილისში ჩამოიტანენ და ის ოლიმპიადის დასრულებამდე ენთება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან