12:45 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 12:38:02, 305 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი: ქედს ვიხრი ქართველი გმირის თამაზ სუხიაშვილის ხსოვნის წინაშე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე ხელმძღვანელის თამაზ სუხიაშვილის დაღუპვას გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდაცვლილი თამაზ სუხიაშვილი 2004 წელს ცხინვალში იბრძოდა.
„უკრაინაში, დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი თამაზ სუხიაშვილი. მან, სხვა ქართველებმა და მათ მოხალისეთა ასეულმა, უკუაქცია რუსული სპეცრაზმი და კადიროველების ჯგუფი. ჩვენმა მებრძოლებმა, ძალიან მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯეს აგრესორს, მონასტრის ტერიტორია, საიდანაც ის ესროდა აეროპორტს, რითიც უკრაინის არმიას დაუბრუნდა და შეუნარჩუნდა კონტროლი დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღება პუტინისთვის პრინციპის საკითხად არის ქცეული.
ამ გმირობის ჩადენის დროს, დაიჭრა კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. ველაპარაკე სანდრო კვიტაშვილს და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. თამაზი 2004-ში იბრდძოდა ცხინვალში, იყო ერაყსა და ავღანეთში და 2008 წელს თავი გამოიჩინა რუსეთთან ომში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მიატოვა თავისი მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა განაყოფის ლეიტენანტი გახლდათ და ყველა შეტაკებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, სანამ გუშინ ბოლო გამარჯვება არ მოუტანა უკრაინას, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. არ ვიცოდი თუ ის იქ იბრდძოდა, მაგრამ მინდა ქედი მოვიხარო ნამდვილი ქართველი გმირის ხსოვნის წინაშე. მან თავი შესწირა ჩვენს საერთო ბრძოლას, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და მოუწევს როგორც უკრაინული, ისე ქართული ტერიტორიების დაბრუნება.
დიდება გმირებს, დიდება მათ მშობ და გამზრდელ საქართველოს, დიდება უკრაინას!“,-ნათქვამია ექს-პრეზიდენტ  სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე იყო. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics