13:09 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 22:41:15, 730 ნახვა

სპეციალური ანონსი
2 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

2 ოქტომბერს, 9:30 საათზე, ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ნეიროგანვითარებითი დარღვევები" სამეცნიერო სკოლა გაიხსნება.

2 ოქტომბერს,12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რუსთავში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად 2 სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, 21-ე მ/რ-ში მშენებარე ფეხბურთის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს.

2 ოქტომბერს, 12.00 საათზე, რიყის პარკში ქართული ღვინის კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართება.

2 ოქტომბერს, 16.00 საათზე, სასტუმრო "რუმსში" ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ხულოს ცენტრში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი ადგილობრივ ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს შეხვდება. 

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” საბურთალოს მე-4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა კონცერტით დასრულდება. მის.: დიღომი, მე-3 მიკრორაიონი, მეფე მირიანის გამზირი საკონტაქტო პირი - ინგა სამხარაძე, 593 32 99 91

2 ოქტომბერს,19:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics