2015-03-15 14:15:54, 996 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში ავტოავარიის შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში, სანტა-კატარინას შტატში სამგზავრო ავტობუსი 1500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რასაც 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მგზავრთა შორის 24 ქალი და რამდენიმე ბავშვიც იმყოფებოდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, უბედური შემთხვევა მძღოლის შეცდომის გამო მოხდა, რომელმაც მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა.
არსებული ინფორმაციით, ამჟამად ინციდენტის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან