23:31 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 09:47:13, 573 ნახვა

სხვადასხვა
შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში  - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
შს მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ასპექტებს, რაც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროს მიზანია სამართალდამცავი უწყების ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მჭიდრო თანამშრომლობა, რამაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა ბეტინა კადენბახს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics