18:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 14:29:21, 508 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა

თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი დაინტერესდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის დამინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის პირველი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან პროფესორები - კარენ ჰოლბრუკი, როჯერ ბრინდლი და რობერტ ბიშოპი, თბილისში შეხვედრებს მართავს.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია პროფესორებს დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა. სტუმრებმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს საკუთარი წინადადებებიც წარუდგინეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პარალელურად, პარტნიორობის შესაძლებლობა განიხილება მსოფლიოს სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობა. პროფესორებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ქართველი სტუდენტები მიიღონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics