17:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 11:29:03, 926 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტებზე ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავი გემები დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. 

ლიბერიისა და თურქეთის დროშების ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვა სამეურნეო წყლებით დაბინძურდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების   მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმების საფუძველზე, ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა გემები სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა. ორივე სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჯამში დაახლოებით 6 ათასი ლარია.

შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 45 გემის ინსპექტირება.  გამოვლენილია 5 სამართალდარღვევა. მათ შორის 3 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics