19:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 14:32:53, 2175 ნახვა

პოლიტიკა
უოკერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველას მიმართ, ვინც გლოვობს ილია II-ის გარდაცვალებას

გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი მარკ უოკერი X-ზე ილია მეორის გარდაცვალებას ეხმაურება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას, პატრიარქის, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ რწმენის წაშლისა და თავისუფლების ჩახშობის მცდელობის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფალი ღვთისმსახურების უნარის დამცველი იყო", - წერს ის. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას 1977 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მეთაურობდა. ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

პატრიარქი საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 17 მარტს თბილისის კავკასიის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოში გლოვა გამოცხადდა, რომელიც დაკრძალვის დღემდე გაგრძელდება.

ილია II-ს 22 მარტს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics