23:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-20 13:04:57, 1223 ნახვა

საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე: დაკრძალვის მსახურება 09:00-ზე დაიწყება, მსოფლიო პატრიარქი 12:00-ზე მივა

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე ლიტურგიული მსახურება დილის 9 საათზე დაიწყება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში 12 საათისთვის მივა და განსვენებულ პატრიარქს მღდველმთავრებთან ერთად წესს აუგებს.

მრევლი ეზოში შეიკრიბება. იქნება სიტყვით გამოსვლები და ქადაგებები ილია მეორის შესახებ. დაკრძალვის დღეს ტაძარში შეზღუდვებიც იმოქმედებს. სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ საშვებით დაიშვებიან.

"კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად" - თქვა მედიასთან სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics