12:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 00:53:15, 4611 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ბაიდენს პროსტატის აგრესიული ფორმის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა, - ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ თეთრი სახლის ყოფილ პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას წარმოადგენს, კიბო, როგორც ჩანს, ჰორმონალურად მგრძნობიარეა, რაც მისი ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა <...> პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განიხილავენ“, - განაცხადა ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელმა.
ბაიდენი ახლა 82 წლისაა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში რეგულარულად კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. ამგვარად, მან საჯაროდ რამდენჯერმე დაკარგა წონასწორობა, წაბორძიკდა თვითმფრინავის კიბეებზე ასვლისას, გვერდები აირია და ენის არაერთი ცდაც დაუშვა.
ბაიდენის მიერ გასაიდუმლოებული დოკუმენტების დამუშავების გამოძიების დროს, საქმის პროკურორმა აშშ-ის მაშინდელი ლიდერი აღწერა, როგორც „ხანდაზმული კაცი კეთილი განზრახვით და მეხსიერების პრობლემებით“ და აღნიშნა, რომ დაკითხვის დროს მას ოჯახური თარიღებიც კი ავიწყდებოდა.
გასულ წელს, თეთრი სახლის ყოფილი უფროსი იძულებული გახდა, საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეშფოთების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics