01:17 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 22:49:11, 517 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას" დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას" დაესწრო. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის სანაპიროზე „ხელვაჩაურის დღეების" ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას "კოლხობა" მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი სახალხო დღესასწაული ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობის იდეას კიდევ უფრო აძლიერებს.

"დღესასწაული სარფის სანაპიროზე "კოლხობის" სახელით 1979 წლიდან იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. გაიმართა გასართობი აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics