14:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 20:11:23, 5953 ნახვა

კულტურა
„ოსკარის“ დაჯილდოების ნომინანტები დასახელდა - „დიუნი“, „მეფე რიჩარდი“, „არ აიხედო“, „ბელფასტი“, „კოდა“ და სხვები

„ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 94-ე ცერემონიის ნომინანტები დღეს დასახელდა. ღონისძიება 27 მარტს გაიმართება.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელებული არიან: პოლ ტომას ანდერსონი – "ძირტკბილას პიცა", რიუსუკე ჰამაგუჩი ფილმისთვის „ატარე ჩემი მანქანა“, ჯეინ კემპიონი ფილმისთვის „ძაღლის ძალაუფლება“, კენეტ ბრანა კინონამუშევრისთვის „ბელფასტი“, სტივენ სპილბერგი კი, ფილმისთვის - „ვესტსაიდური ამბავი“.

წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: „მეფე რიჩარდი“, „ძირტკბილას პიცა“, „დიუნი“, „საშინელებათა ხეივანი“, „ძაღლის ძალაუფლება“, „ბელფასტი“, „კოდა“, „ატარე ჩემი მანქანა“, „არ აიხედო“ და „ვესტსაიდური ამბავი“.

საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში დასახელებული არიან: ჯესიკა ჩესტეინი, ფილმში - „ტემი ფეის თვალები“; პენელოპა კრუსი, ფილმში - „პარალელური დედები“, ნიკოლ კიდმანი, ფილმში - „იყო რიკარდო“, კრისტენ სტიუარტი, ფილმში - სპენსერი" და ოლივია კოლმანი - „დაკარგული ქალიშვილი“.

საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კი, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: ბენედიქტ კამბერბეტჩი ფილმში - „ძაღლის ძალაუფლება“, უილ სმიტი ფილმში - „მეფე რიჩარდი“, ხავიერ ბარდემი - „იყო რიკარდო", ენდრიუ გარფილდი – „ტიკ ტიკ ბუმ“,  დენზელ ვაშინგტონი – „მაკბეტის ტრაგედია“. 

ამბავს CNN News უწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics