14:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 17:08:26, 15658 ნახვა

Lifestyle
კათოლიკეებს შესაძლოა, მალე „ინტერნეტის მფარველი წმინდანი“ ეყოლოთ

ვატიკანი ლეიკემიისგან გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს წმინდანად შერაცხავს, - ამის შესახებ ხმებმა ვატიკანის მომსახურე პერსონალის მხრიდან გაჟონა.

კარლო კუტისი ჩვეულებრივი ბავშვი იყო-ჰყვებიან მისი მეგობრები. კარლო ეხმარებოდა გაჭირვებულებს და ბავშვებს, რომლებსაც სკოლაში რაიმე მიზეზის გამო დასცინებდნენ.

მოზარდობის ასაკში ის ინტერნეტით დაინტერესდა და საკმაოდ შთამბეჭდავი ევქარისტული სასწაულების ამსახველი ვებ-გვერდი შექმნა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა.

კარლოს ჩვეულებრივი ცხოვრება მაშინ დამთავრდა, როცა მას საშინელი დიაგნოზი-ლეიკემია დაუსვეს და მაშინაც ის არ ნებდებოდა და "სულის სიძლიერისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აჩვენებდა". 

"როცა ვკითხე, თუ როგორ გრძნობდა თავს, მიპასუხა, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მასზე ბევრად მეტად იტანჯება",-ამბობს კარლოს მკურნალი ექიმი. 

კარლო 2006 წელს გარდაიცვალა. "უცნაური შემთხვევა 2008 წელს მოხდა, როცა განუკურნელბელი (არ არის დაზუსტებული) დაავადების მქონე ბრაზილიელი მოზარდი კარლოს რელიკვარიუმს შეეხო. მას მერე, რაც მოზარდი სამშობლოში დაბრუნდა და ანალიზები ჩააბარა , პასუხებმა ექიმების გაოცება გამოიწვიეს",-წერს New Daily Compass. 

2018 წელს რომის პაპმა ფრანცისკემ კარლო კუტისი "ღირსეულად" აღიარა, რაც წმინდანად აღიარებისთვის ხუთიდან , მესამე საფეხურია. იმ შემთხვევაში, თუ კარლოს ბეატიფიკაციის პროცესი შესაბამის დასკვნებს აჩვენებს, მას წმინდანად აღიარებენ. კარლოს კომუნიკაციებით გატაცების გამო ის ინტერნეტის მფარველად შეიძლება აღიარონ - წერს Daily Mail.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics