11:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-30 14:30:50, 919 ნახვა

Lifestyle
‘ფეისბუქზე’ დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია “გააფერადე ჰომოფობი” დაიწყო

‘ფეისბუქზე’ დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია “გააფერადე ჰომოფობი” დაიწყო. კამპანიის ინიციატორების ინფორმაციით, აღნიშნული ქმედება საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 'გააფერადე ჰომოფობი' არის დამოუკიდებელი სამოქალაქო კამპანია, რომელიც საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

გვერდზე ცისარტყელას ფერებში გაფერადებული  იმ ადამიანების ფოტოებია გამოფენილი, ვინც ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა. 

კამპანიაში “გააფერადე ჰომოფობი” მოხვდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი და სხვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics