12:25 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 12:10:56, 719 ნახვა

სალომე სამადაშვილი - ხელისულებისგან ვითხოვთ საარჩევნო ადმინიტრაციის შეცვლას და ხელახალ არჩევნებს

ჩემი პირადი აზრით, სწორი იქნება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგების მიღებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვირას, 8 ნოემბერს რუსთაველის მოედანზე გაიმართება მასშტაბური აქცია, რომელზეც გაჟღერდება ორი ძირითადი მოთხოვნა, კერძოდ, საარჩევო ადმინისტრაციის შეცვლა, თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით და ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

„ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიციაა, რომ არჩევების შედეგებს ჩვენ არ ვიღებთ და ამ არჩევნების შედეგებს არ მიიღებს ქრთველი ხალხი. ამიტომ გრძელდება პროტესტი, კვირას ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას და ხელისუფლებისგან ვითხოვთ, ერთი ეს არის, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, შეუძლებელია, რომ თამარ ჟვანიამ პასუხი არ აგოს იმაზე, რაც მან გააკეთა 31 ოქტომბერს, მეორე, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომელიც იქება სამართლიანი და თავისუფალი და მისცემს ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ნების დაფიქსირების შესაძლებლობას.

რაც შეეხება პარლამენტში მანდატების რეალიზებას და მასზე უარის თქმას თუ არა, ხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ მოისმინეთ თალაკვაძის კომენტარი, როდესაც მან ენმ დაადანაშაულა იმაში, რომ ჩვენ ვაშანტაჟებთ სხვა პარტიებს და ამიტომ ჩვენ გვინდა დღეს გამოვაცხადოთ, გამარჯვება რომელიც მოიპოვა 31 ოქტომბერს ოპოზიციამ არის საერთო გამარჯვება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება, მათ შორის, მანდატებთან დაკავშირებით, ამიტომ დღეს მე შემიძლია, იმიტომ რომ არავინ დამადანაშაულოს, ჩემი პირადი პოზიცია გამოვთქვა, რომ სწორი იქნება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი უთხრას ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნების შედეგების მიღებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics