2015-01-24 17:41:57, 476 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორი ხიდი დაიკეტება
„ხვალ ზაჰესის დასახლებასთან მდებარე ორი ხიდი დაიკეტება და რეკონსტრუქცია დაიწყება“,-ამის შესახებ დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე სუდაძემ განაცხადა.
სუდაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ხიდების რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონ 400 ათას ლარამდე თანხა გამოჰყო.
„დღეის მდგომარეობით, ეს ხიდი საკმაოდ დაზიანებულია, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 400 ათას ლარამდე თანხაა გამოყოფილი. ხიდები ხვალ დაიკეტება სრულად 24 :00 საათზე“,-განაცხადა სუდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაჰესთან მდებარე ხიდები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და რეკონსტრუქცია 80-იანი წლების მერე არ ჩატარებულა.
ცნობისთვის, ტრანსპორტით მოძრაობა შემოვლითი გზებით იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან