02:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 14:15:12, 17794 ნახვა

High - Tech
სამსუნგი მომავალ წელს უკომპრომისო ეკრანის მქონე ტელეფონებს გამოუშვებს

კორეულმა გიგანტმა , კორპორაცია "სამსუნგ ელექტრონიქსმა" ახალი ალგორითმის მქონე ამოლედ ეკრანი შექმნა, რომლის ქვეშ კამერის "დამალვაა" შესაძლებელი , მაგრამ ეს ხერხი უკომპრომისოა, ანუ ეკრანი იქნება "ნახვრეტების" გარეშე, მაგრამ იმ მომენტში, როცა მომხმარებელი წინა კამერის ამოქმედებას შეეცდება, ის ადგილი,სადაც კამერაა დამალული გამჭვირვალე გახდება. 
აღნიშნული ტექნოლოგია ჩინურმა ბრენდმა "სიაომიმ" 5 თვის წინ შეიმუშავა, მაგრამ ბაზარზე მას სწორედაც რომ "სამსუნგი" შემოიტანს.
რატომ მოხდა ასე? ყველაფერი ლოგიკურია-კორეულ კომპანიას "ამოლედ"ტიპის მატრიცების წარმოებაზე ექსკლუზიური ლიცენზია და საავტორო უფლებები გააჩნია, ანუ ყველა სმარტფონი, ელექტრონული საათი, პლანშეტი და ა.შ , რაც ამ ტექნოლოგიით შექმნილი ეკრანით გამოდის ადრეულ ეტაპზე "სამსუნგის" ხელში ხვდება. 
Under Display Camera სმარტფონები შესაძლოა უკვე 2020 წლის დასაწყისში ვიხილოთ.

 









ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics