2015-01-20 11:33:00, 523 ნახვა
საზოგადოება
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, დაღუპულ ქართველ თამაზ სუხიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.
მანამდე კი, დნეპროპეტროვსკიდან მისი კიევში გადასვენებაა დაგეგმილი. სუხიაშვილის ცხედარს დნეპროპეტროვსკის მორგში ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.
როგორც ცნობილია, დაღუპული თამაზ სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს, სახელმწიფო დაფარავს.
შეგახსენებთ, 18 იანვარს დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან