17:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 15:32:46, 780 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დახვდა. ქვედანაყოფის მეთაურმა თავდაცვის მინისტრს გამოფენილი სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერებინა და სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.

უწყების ხელმძღვანელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და სამუშაო პირობებსაც გაეცნო. მან სასწავლო კლასები, საცხოვრებელი ოთახები მოინახულა და ჯარისკაცების კვების საკითხითაც დაინტერესდა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნისა და აღჭურვის საკითხი იქნება:

„ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება უკეთ იყვნენ სამხედროები აღჭურვილნი. ასევე, მათ ვარჯიშის და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებთან ერთად წვრთნების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიშლება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ბოლოს თინათინ ხიდაშელი სპეციალური ოპერაციების ძალებში გეგმიურ საცეცხლე მომზადებასაც დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics