13:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 16:06:11, 580 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია "პანორამა თბილისის" სამუშაოების დაწყებას არ ადასტურებს

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პროექტ "პანორამა თბილისის" სამუშაოები დაწყებულია.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები არ დაწყებულა.
 მისივე თქმით,  მერიამ  მხოლოდ კუთვნილ ტერიტორიაზე სტატუსის მცირედით კორექტირებასთან დაკავშირებით,  კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტის" პროექტი  განიხილა და გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა.
ჩემი ინფორმაციით,  ჯერჯერობით სამუშაოები დაწყებული არ არის. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ იქ სამშენებლო სამუშაოები დაწყებული არ არის.პროცედურების მიხედვით, თბილისის მერიამ ამ პროექტის ერთი ნაწილი განიხილა, რომელიც ითვალისწინებდა ზონის კორექტირებას, ცვლილებას, იმ საკუთრების  ფარგლებში,  რომელიც გააჩნია კომპანია "ოლდ სითი  დეველოპმენტს"  და შესაბამისი  პროცედურების დაცვით გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნა. სხვა დანარჩენ საკითხებზე  შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოთ. მათი ვადები ჩემთვის ცნობილი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ "პანორამა თბილისის" სამუშაოები დაწყებულია",-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics