|
2017-06-20 00:37:10, 823 ნახვა
სპეციალური ანონსი
20 ივნისის ანონსი
09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს სამთავრობო უწყებების და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. 09:30 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG) გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს. 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება. 11: 00 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ სარჩელზე მოსმენა დაიწყება. 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს მოქალაქეების - ავთანდილ ბარამიძის, გივი მითაიშვილის, ნუგზარ სოლომონიძის და სხვების (სულ 326 სარჩელი) კონსტიტუციური სარჩელების ზეპირ განხილვას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 12:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება დოკუმენტის: „კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევი“ პრეზენტაცია, რომელსაც კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. 12:00 საათზე, პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსთან“ დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. 12:00 საათზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, ''ევროპული საქართველოს '' ოფისში დავით ბაქრაძის, გიგა ბოკერიას და ელენე ხოშტარიას ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პლებისციტთან დაკავშირებითმის: გულუას N 1 12 :00 საათზე, პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობა ''ევროპული საქართველო'' არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რესპუბლიკის დარბაზში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუსმენს. 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 14:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტსა და გამოფენას დაესწრება. 14:00 საათზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში პრეზენტაცია გაიმართება. 15:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციას დაესწრება. 15:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 15:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის: „მთის რელიეფზე სირბილი - კავკასია 2018“ პრეზენტაცია. 17:30 საათზე, პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი - „საერთაშორისო დიპლომატიის როლი საქართველოს წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებაში“ გაიმართება. 20:00 საათზე, პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება. 19:00 საათზე, ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია - 19:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და ,,ქოჩჰელსქეარს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია "ოქროს ტალღა 2017" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)