2017-05-11 22:12:13, 929 ნახვა
სპეციალური ანონსი
12 მაისის ანონსი
12 მაისს, 09:00 საათზე, თბილისის ფუნიკულიორის კომპლექსში საქართველოს, ბალტიის ქვეყნებისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
მის: მთაწმინდის პლატო, ფუნიკულიორი, მე-3 სართული.
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 577 75 02 01
12 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.
12 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმროში Rooms Hotel, Sou Festival 2017-ის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და ქართველი არტისტები ფესტივალის დეტალების გასაცნობად მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან