2026-03-02 20:00:33, 2544 ნახვა
საზოგადოება
ავიაკომპანია Wizz Air-მა 7 მარტამდე რამდენიმე რეისი გააუქმა
Wizz Air-ი წყვეტს ყველა რეისს ისრაელის, დუბაის, აბუ დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 7 მარტამდე იქნება.
Wizz Air-ი განმარტავს, რომ თანამშრომლობს საავიაციო ხელისუფლებასთან, სამთავრობო უწყებებთან და აეროპორტის პარტნიორებთან, რათა რაც შეიძლება მალე განახლდეს ოპერაციები.
ამასობაში, 2 მარტს, თბილისისა და ბაღვაშის საერთაშორისო აეროპორტებში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და იქიდან დაახლოებით 20 რეისი გაუქმდა.
თბილისში:
თელ-ავივი - 8 რეისი;
დუბაი - 3 რეისი;
შარჯა - 2 რეისი;
აბუ-დაბი - 1 რეისი;
თეირანი - 1 რეისი;
დოჰა - 1 რეისი.
ბაღვაში:
თელ-ავივი - 3 რეისი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,