01:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 13:12:53, 757 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა.

ჯილდო ინოვაციურობის მიმართულებით მოიცავს ბანკის შესაძლებლობას, შექმნას და დანერგოს ისეთი ახალი ფინანსური პროდუქტები, სერვისები თუ პროცესები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინოვაციებს მომხმარებლის გამოცდილების და ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით იყენებს.

“ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მნიშვნელოვანი ძალისხმევის  შედეგია. ინოვაციურობა მხოლოდ ახალი ფუნქციონალების დამატებას არ მოიცავს – ეს გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეუფერხებელი, პერსონალიზებული და უსაფრთხო გამოცდილება მიიღოს. ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ინტეგრაცია შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო სწრაფად ვუპასუხოთ ციფრული ეპოქის მზარდ საჭიროებებს. ამ გზაზე კი არ ვჩერდებით და მომხმარებლებს კიდევ არაერთ სიახლეს წარვუდგენთ”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აჯილდოებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ინოვაციური სტრატეგიის მასშტაბი, მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებების ხარისხი, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის სისწრაფე და ეფექტიანობა.

საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics