2021-07-06 03:07:08, 4292 ნახვა
Lifestyle
იტალიელი მსახიობი და მომღერალი რაფაელა კარა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი მსახიობი და მომღერალი რაფაელა კარა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარა დიდიხნის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
რაფაელა კარა დაიბადა 1943 წლის 18 ივნისს, იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში.
ნამდვილი სახელი და გვარია - რაფაელა რობერტა პელონი.
რაფაელა, მუსიკითა და ცეკვით ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული. მოგვიანებით 1951
წელს, 8 წლის ასაკში რომში გადავიდა, სადაც ცეკვის გაკვეთილებზე, ია რუსკაიას ქორეოგრაფობობით, ჩაეწერა.
კინოში მისი დებიუტი, 1952 წელს შედგა და 1959 წლამდე, ფილმში ბავშვებსა და მოზარდებს განასახიერებდა.
1960 წელს, რომში, კინემატატოგრაფიის ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. დიპლომის მიღების შემდეგ, რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის ჰოლივუდშიც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,