11:04 - 12 Apr, 2026
|
2015-10-07 19:04:01, 693 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულ რაკეტებს არ დაურღვევია
რუსეთის სამხედრო ხომალდებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გემებმა ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან დაბომბეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სულ 26 რაკეტა გაუშვეს, რომელმაც 11 სამიზნე გაანადგურა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს ტერიტორიაზე არანაირ რუსულ რაკეტებს და სამხედრო ვერტმფრენს არ გადაუფრენია. "არანაირი გადაფრენა ჩვენ თავზე არ ყოფილა. კასპიის ზღვაზე ჩვენ არ გვაქვს კონტროლი",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას 30 სექტემბრიდან ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)