2020-10-31 09:15:28, 677 ნახვა
კელი დეგნანი - ყურადღებით დავაკვირდებით მიმდინარე არჩევნებს
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან.
დეგნანის თქმით, არჩევნებზე არ უნდა იყოს ძალადობისა და დაშინების ფაქტები.
„განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჰქმნის პანდემია, გააკეთეს ყველაფერი, მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ ხმა მისცეს უსაფრთხოდ. დავაკვირდებით არჩევნების პროცესს და საერჩოდან გვყავს 75 თანამშრომელიც, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს და მინდა აღვნიშნო, რომ არ უნდა იყო ძალადობისა და დაშინების შემთხვევა და ასეთ შემთხვევას ყურადღებით დავაკვირდებით. ყველას გთხოვთ მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“, - განაცხადა დეგნანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან