|
2017-09-29 14:04:08, 9176 ნახვა
High - Tech
ილონ მასკმა მომავლის ტრანსპორტი წარადგინა
ილონ მასკმა მომავლის სატრანსპორტო სისტემა BFR (Big Falcon Rocket) წარადგინა. წარდგენა IAC 2017-ზე (International Astronautical Congress) მოხდა. კომპანია SpaceX-ის დირექტორმა პროექტს ხუმრობით Big Fucking Rocket-ი უწოდა. BFR მრავალჯერადი მძიმე რაკეტისა და თვითმართვადი ხომალდისგან შედგება, რომელიც 100-მდე ადამიანს იტევს. აღნიშნული სისტემა კაცობრიობას ძალიან მოკლე ვადებში დედამიწის ერთი წერტილიდან საპირისპირო წერტილში მგზავრობის საშუალებას მისცემს. ამასთან ერთად, BFR ფართოდ იქნება გამოყენებული მთვარის და მარსის "ათვისებაში"-წერს The Washington Post-ი პირველ წყაროზე დაყრდნობით. საბოლოოდ BFR შეცვლის ყველა უკვე არსებულ SpaceX-ის ხომალდს. ილონ მასკის მტკიცებით, ახალი BFR-ის დახმარებით ნიუ-იორკიდან შანხაიში მგზავრობა 39 წუთამდე, ხოლო ნიუ-იორკიდან ლონდონში ჩასვლა 29 წუთში იქნება შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)