13:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 18:41:19, 3376 ნახვა

საზოგადოება კულტურა
ლატვიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიებები გაიმართა

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით,  საქართველოს საელჩომ ღიაკარის დღე გამართა და ლიტვის ხვადასხვა ქალაქების სკოლის დამამთავრებელი კლასების 47 მოსწავლეს უმასპინძლა.

მოწვეულ სტუმრებს, საელჩოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ისტორიისა და  კულტურის  შესახებინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერმ მიღწეული წარმატებები.  

მოწვეული სტუმრები, ასევე, საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. პრეზენტაციის შემდგომ დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციების დასასრულს საელჩო სტუმრებს ქართული, ტრადიციული კერძებით გაუმსაპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს საქართველოს საელჩომ ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შენობაში, განთავსდა საქართველოს  სტენდი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას  საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ. 

ღონისძიების დასასრულს, საელჩოების წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ზანდა კალნინა–ლუკაშევიცამ მიმართა და საელჩოებს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობისათვის, მადლობა გადაუხადა.  აღინიშნა, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განთავსებული ქართული სტენდი ყველაზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics