|
2015-01-10 11:07:45, 842 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 5 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდის უუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდგომში კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწარმოებზე დაგროვილ დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს. მათივე ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე გამოკვეთილია 1 371 599 ლარის ოდენობის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)