13:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-27 15:13:08, 2783 ნახვა

სხვადასხვა
ქალმა რომელმაც პრინც ენდრიუ მისი არასრულწლოვნებისას გაუპატიურებაში დაადანაშაულა თავი მოიკლა

ქალმა, რომელმაც ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ და სხვა გავლენიანი პირები არასრულწლოვნებისას სექსუალურ ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, 41 წლის ასაკში თავი მოიკლა.

ვირჯინია ჯუფრემ პარასკევს, დასავლეთ ავსტრალიაში, საკუთარ ფერმაში თავი მოიკლა, - დაადასტურა მისმა პუბლიცისტმა.

„ღრმად მოსიყვარულე, ბრძენი და მხიარული, ის სხვა მსხვერპლებისა და გადარჩენილებისთვის შუქურა იყო“, - განაცხადა პუბლიცისტმა დინი ფონ მიუფლინგმა.

„ის აღმერთებდა თავის შვილებს და ბევრ ცხოველს. ის ყოველთვის ჩემზე მეტად ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე. ძალიან მომენატრება. მისი წარმომადგენლობა მთელი ცხოვრების პრივილეგია იყო.“

აშშ-ში დაბადებული ჯუფრი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავსტრალიაში ცხოვრობდა, სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დამცველი გახდა მას შემდეგ, რაც ეპშტეინის ხანგრძლივი საქმის ცენტრალურ ფიგურად იქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics