21:00 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 19:00:55, 1169 ნახვა

ომი უკრაინაში
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ოდესაში ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. 

როგორც თავის სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ის რუტესთან ერთად ეწვია საავადმყოფოს, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები მკურნალობენ.

"მარკ რუტესთან ერთად ვეწვიეთ საავადმყოფოს, სადაც ჩვენი მებრძოლი უკრაინელი გმირები გამოჯანმრთელდებიან მიღებული ჭრილობების შემდეგ.

ვესაუბრეთ ჩვენს მებრძოლებს. სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი ჩვენს დამცველებს. მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების გამძლეობისთვის, სიძლიერისთვის და ჩვენი ხალხის დაცვისთვის.

ასევე დავაჯილდოვე საბრძოლო მედიკოსები, ისინი ყოველდღე ეხმარებიან ჩვენს ჯარისკაცებს საავადმყოფოებში, მაგრამ ამასთან ერთად მათ სიცოცხლეები გადაარჩინეს ცეცხლის ხაზშიც — ხერსონის, ხარკივისა და მიკოლაივის რეგიონებში.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იცავს, მკურნალობს, ითმენს და მხარს უჭერს უკრაინას. თქვენ ჩვენი ძალა ხართ," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics