03:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:14:41, 3740 ნახვა

კულტურა
ახალგაზრდა მწერალთა კონკურსის “მერანი” გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან

12 მარტს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში (ქ.თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. 13) ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში “მერანი” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მწერალთა კავშირი, მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციით, გაიცემა ოთხი მთავარი და ოთხი წამახალისებელი პრემია ნომინაციებში: საუკეთესო პროზა, საუკეთესო პოეზია, საუკეთესო პოეტური თარგმანი, საუკეთესო პროზაული თარგმანი. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრემიები.

ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი და ახალგაზრდა ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

გაიმართება კრებულის „მერანი“ პრეზენტაცია, რომელშიც შესულია კონკურსში მონაწილე საუკეთესო ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics