20:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 13:04:00, 933 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. პირადად ჩემი და სამინისტროს სახელით სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, ძალიან მძიმეა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა, თითოეული ტერორისტული აქტი კი არამარტო რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი  ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, თურქეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანია დაიღუპა, 61-ზე მეტი კი დაშავდა. ძლიერი აფეთქება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში თბილისის დროით 22:00 საათისთვის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერორისტულია აქტი უწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics