17:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-14 20:29:33, 1272 ნახვა

სხვადასხვა
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ჩილეში გაჩენილი ხანძრის ვიდეო აჩვენა და ისრაელზე დარტყმის შედეგად გაასაღა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ არაერთხელ აჩვენა ვიდეო ჩილეში ორი თვის წინ გაჩენილი ხანძრის და ამტკიცებს, რომ ეს არის ისრაელში სამიზნეების წარმატებული განადგურების მტკიცებულება.

ვიდეო რამდენჯერმე აჩვენეს ისრაელზე ირანის მასიური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, კადრებზე ჩანს გზატკეცილი, როდესაც უზარმაზარი ცეცხლი ანათებდა ღამის ცას. გარდა ამისა, ისმის, რომ ქალი რაღაცას ამბობს ესპანურად.

სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ირანულმა დრონებმა და რაკეტებმა ახლახან წარმატებით შეაღწიეს ისრაელის საჰაერო სივრცეში და დაარტყეს წინასწარ დანიშნულ სამიზნეებს.

BBC-მ იპოვა ორიგინალური ვიდეო კლიპი, რომელიც TikTok-ზე გამოქვეყნდა თებერვალში ჩილეს ქალაქ ვინა დელ მართან ტყის მასიური ხანძრის დროს.

მსგავსი ცრუ პრეტენზიებით ვიდეო რამდენიმე ირანულმა საინფორმაციო გამოშვებამაც გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics