02:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-28 14:37:38, 2646 ნახვა

კომენტარი
მეუფე იაკობი არახამიაზე - რა გაუკეთებია საქართველოსთვის?! ჭორიკანა დედაკაცივით დგას და გველაპარაკება

რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა, რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა. 

მეუფეს თქმით, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ რუსეთის ომით უკრაინაში მილიონები იშობა. 

"ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში, სირაქლემასავით რომ არიან და ევროპარლამენტარების იმით მელაპარაკებიან სხვადასხვა ტელევიზიით და ხან კიდე, რომელიღაც უკრაინელი იმითი. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. თვითონ მიხედონ თავიანთს, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა. რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, ახლა ომია და ვერაფერს ეუბნები. სასტიკ ომში არიან ჩართული, კიდე კაი მსოფლიო ასე ეხმარება მაგათ, თორემ მასეთების ხელში სად იქნებოდნენ", - ამბობს მეუფე იაკობმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics